რეგისტრაცია

რას ამბობენ გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების პედაგოგები?

რას ამბობენ გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების პედაგოგები?
09 Jan 2025, 18:04

საქართველოში გლოვის დღეა – ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში მომხდარი ხანძრისას ტრაგიკულად დაღუპულ 5 არასრულწლოვანს დღეს, ოკუპირებულ საბერიოში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ენგურის ხიდის მიმდებარედ დილიდან შეიკრიბნენ ოჯახის ნაცნობები, მეგობრები, ნათესავები.

გარდაცვლილი ბავშვების პატივის მისაგებად სოფელ საბერიოში მიემგზავრებიან ბავშვების სკოლის და ბაღის მასწავლებლებიც. ბავშვების პედაგოგი, ეშა თაკალანძე ამბობს, რომ წარმოუდგენელი ტრაგედიის მომსწრენი გავხდით:

„აფხაზეთის მე 14 -ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ ეს ბავშვები, სამწუხაროდ უდიდესი სტრატეგია დაგვემართა როგორც სკოლას, ისე ეზოს სადაც ცხოვრობდნენ, ამაზე საშინელი ტრაგედია მე არ ვიცი, არ ახსოვს ალბათ მსოფლიოს… მადლობა ადამიანებს ვინც დაგვეხმარა და ასე უპრობლემოდ უშვებენ დღეს ადამიანებს სამძიმარზე“ – ამბობს ეშო თაკალანძე „რუსთავი ორთან“.

„ემილია იყო ჩემი მოსწავლე, უფროსი, მეორე კლასელი. ძალიან თბილი, მოსიყვარულე…“ – ამბობს თეა მაქაცარია „რუსთავი ორთან“.


აგრეთვე იხილეთ: