„მძულს 21 იანვარი… ნეტა სად წახვედი, ადამიანო“ - ინგა გრიგოლია ყველაზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს
ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ლევან ჩხაიძის, იგივე ჯაკოს გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღს ჯაკოს მეგობარი, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ემოციური სტატუსით ეხმიანება:
„მძულს 21 იანვარი- ჯაკოს გარდაცვალების დღე😪
ნეტა სად წახვედი, ადამიანო“, – წერს ინგა გრიგოლია.
ლევან ჩხაიძე 2019 წელს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გარდაიცვალა. ის 33 წლის იყო. ლევან ჩხაიძე წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა მედიასაშუალებებში.