მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა ესიზმრებათ ბავშვებსა და მოხუცებს, სიკვდილამდე
ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა იმის დასადგენად, თუ რა სახის სიზმრებს ხედავენ ადამიანები სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. კვლევაში 15 ათასამდე მძიმედ დაავადებული პაციენტი მონაწილეობდა.
ცნობილია, რომ ზედიზედ 10 წელია, ქალაქ ბუფალოს ერთ-ერთი ჰოსპისის ექიმები აგროვებდნენ მონაცემებს მათი პაციენტების სიზმრების შესახებ. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ პაციენტების დიდი უმრავლესობა სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე ხედავს თითქმის იდენტურ სიზმრებს.
ყველაზე გავრცელებული სიზმარია გარდაცვლილ ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა. აღნიშნულია, რომ პაციენტებს საკმაოდ თბილი გრძნობები აღენიშნებოდათ.
პაციენტების ნახევარზე ოდნავ მეტმს - 59%-ს - ესიზმრებოოდა, რომ ისინი ალაგებდნენ ჩემოდნებს და ემზადებოდნენ სამოგზაუროდ. ვიღაცამ ნახა, რომ იჯდა საჭესთან ან თვითმფრინავის სალონში. არცთუ იშვიათად მათ გვერდით იყვნენ დიდი ხნის გარდაცვლილი ნათესავები, რომლებთანაც მეგობრული საუბარი ჰქონდათ.
შედარებით ცოტა პაციენტს ესიზმრებოდნენ ჯერ კიდევ ცოცხალი მეგობრები და ნათესავები, რომლებთანაც მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე, მომაკვდავებმა დაინახეს და გააცოცხლეს თავიანთი ცხოვრების სხვადასხვა მოვლენა, რამაც თბილი და სასიამოვნო მოგონებები გაახსენა.
ბავშვები, რომლებიც მონაწილეობდნენ კვლევაში, ყველაზე ხშირად ხედავდნენ სიზმარში დიდი ხნის წინ მკვდარ შინაურ ცხოველებს, ასევე მოზრდილებს, რომელთა სახელები არ ახსოვდათ.
როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ადამიანებმა ასეთი სიზმრები სიკვდილამდე დაახლოებით 10 კვირით ადრე ნახეს. ითვლება, რომ ამ გზით ტვინი ცდილობს, დაამშვიდოს მომაკვდავი ადამიანი ან შეამციროს გარდაუვალის შიში.