რეგისტრაცია

“აირჩიე ერთ-ერთი ქვა და გაიგე რა გელოდება წინ..” – ჯერ დაწერეთ რიცხვი და შემდეგ ნახეთ სტატია

“აირჩიე ერთ-ერთი ქვა და გაიგე რა გელოდება წინ..” – ჯერ დაწერეთ რიცხვი და შემდეგ ნახეთ სტატია
20 Nov 2024, 23:12

1.ოპალიტი
თქვენ თავისუფლებას ეძიებთ, სიმშვიდეს ადგილს, სადაც შინაგანი ხმისთვის მოსმენას შესძლებთ. შესაძლოა უკანასკნელ ხანებში სტრესი განიცადეთ, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეთ თქვენი ცხოვრებისეული გზა და მარტო დარჩენა გჭირდებათ იმისთვის, რომ ყველაფერში კარგად გაერკვიოთ. ეს დაბინდული ქვა მიუთითებს იმაზე, რომ მოსაწყენი ყოველდღიურობის მორევში ჩაფლულს თქვენის ოცნებები დაგავიწყდათ და ეს ძალიან გაწუხებთ. არ არის სავალდებულო, რომ რამე ცუდი ხდებოდეს, ან არასწორად ცხოვრობდეთ, უბრალოდ გეჩვენებათ, რომ იმის მაგივრად თქვენ მართოთ თქვენი ცხოვრება, ყოველდღიური მდინარება თავის ჭკუაზე მიგაქანებთ. დროა, ყველაფერი დაალაგოთ. დარჩით ცოტა ხანს საკუთარ თავთან და აღმოაჩენთ, რომ მიზნებისა და ოცნებების გაცნობიერება ნიშნავს ამ მიზნებისა და ოცნებების ახდენისკენ პირველი წარმატებული ნაბიჯის გადადგმას. საკუთარ თავში ჩაღრმავებით ჩვენი სხეულის ვიბრაციები იცვლება. ყველაფერი გენიალური თქვენს სიღრმეში არსებობს და საკუთარ თავში ჩაღრმავებით ხდება ჩვენი შეხვედრაც ღვთაებრივთან. ეს ქვა დამხმარე სულებთან, იგივე მფარველ ანგელოზთან კავშირის სიმბოლოა, თქვენ მარტოდ დარჩენა გჭირდებათ და საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერება. ,,ისინი“ თქვენს კავშირზე გასვლას ელიან, რომ თქვენი გზაზე დაყენების შესაძლებლობა მიეცეთ.

2.მწვანე მალაქიტი
თუკი ამ ქვამ მოგხიბლათ, სავარაუდოა, რომ თქვენ ცხოვრებაში დიდი გარდაქმნების ხანა იწყება, ან დაიწყო უკვე. ეს შეიძლება პრაქტიკული გარდაქმნები იყოს, ცხოვრების წესის, სამსახურის შეცვლა, ან კიდევ უფრო ღრმა, სულიერი გარდაქმნები. შესაძლოა სულიერი ევოლუციის შემდეგ საფეხურზე გადადიხართ, გონების ენერგეტიკული ბლოკადისა და სხეულის წარსული გამოცდილებისგან გათავისუფლების პროცესი იწყება. თქვენ ღია ხდებით სამყაროსთვის და საკუთარი თავის დაფასებას სწავლობთ. შესაძლოა გეჩვენებოდეთ, რომ ამ პროცესმა აგრიათ, საწყის ეტაპზე უფრო იმის გაცნობიერებას იწყებთ, თუ რა არ გინდათ, ვიდრე იმისას თუ რა გინდათ, მაგრამ არაუშავს. ჯერ ცვლილებების მოთხოვნილების გააზრება უნდა მოხდეს და მერე იწყება ალტერნატივის ძიების პროცესი. მალაქიტი ბარაქის ქვაა, კეთილდღეობის და როცა ძიებას იწყებთ, წარმატება და იღბალი გარანტირებულია. ეს შესაძლოა დესტრუქციული რომანტიული ურთიერთობის დასასრული და ახალი წმინდა სიყვარულის დასაწყისი იყოს. ამ ქვის არჩევით თქვენ სამყაროს ეუბნებით; მე მზად ვარ წარმატებისთვის, მზად ვარ გავთავისუფლდე ყოველივე ნეგატიურისგან და შევიყვარო ჩემი ცხოვრება!

3.მზის ქვა
თუკი ამ ქვისკენ გაგიწიათ გულმა თქვენში ოპტიმიზმი მძლავრობს უკანასკნელ ხანებში. სხეული მზის ენერგიით გევსებათ და შიშისა და სტრესისგან გათავისუფლებთ ნელ-ნელა. მზის ქვა იღბლის თილისმაა და მოვლენების უკეთესობისკენ შემოტრიალებას იზიდავს. წარმოიდგინეთ იღვიძებთ დილით და თქვენი პირველი ემოცია არის სიხარული. სიხარული იმით, რომ სუნთქავთ და რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც უყვარხართ. როცა ამით გახარებას მოახერხებთ, როცა სიხარულის ამ საბაზისო დონეს მიაღწევთ, უფრო და უფრო მეტი სიხარულის მოზიდვას შესძლებთ. თუკი ოდესმე სასწაულისთვის გილოციათ, სანუკვარი ოცნებები გაგიმხელიათ უმაღლესისთვის, ახლა სწორედ მათი ასრულების პერიოდი დგება. თენდება. მზე ამოდის და თქვენი დღე იწყება.


აგრეთვე იხილეთ: