რეგისტრაცია

“ხალხი აღარაა რომ საფლავი გავთხაროთ…”- უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან

“ხალხი აღარაა რომ საფლავი გავთხაროთ…”- უახლესი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან
27 Feb 2025, 16:50
სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასობით ოჯახს ისევ არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, ეწურებათ საკვების მარაგები და მედიკამენტებიც. დილიდან გურიის სოფლებში ისევ თოვს, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.
განსაკუთრებით, რთული ვითარებაა სოფელ ზოდში, სადაც თოვლი 3 მეტრს აღწევს. მოსახლეობას არ მიეწოდებათ წყალი, ასევე ეწურებათ საკვები.

ასევე რთული მდგომარეობაა სხვა სოფლებში, სადაც ადგილობრივები ამბობენ, რომ მიცვალებულს ვერ ასაფლავებენ.

“მიცვალებული ვერ დავასაფლავეთ, გზა გავწმინდეთ ჩვენი ხელით, მარა ხალხი აღარაა რომ საფლავი გავთხაროთ, ტრაქტორიც არ გვყავს და 7 დღეა მიცვალებული ვერ დავასაფლავეთ” – ამბობს ადგილობრივი.

წყარო:“ტვ პირველი”


აგრეთვე იხილეთ: