"კისრის მალები აქვს მოტეხილი" - ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე – მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს დაეჯახა

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე ,დაშავებულია ერთი ადამიანი,რომელიც ქობულეთის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
adjaratv.ge-ს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას დაეჯახა.
შსს ინფორმაციით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა , რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.