რეგისტრაცია

"გიგის ახალი მოყვანილი ჰყავდა ცოლი... 2 წლის წინაც მოუვიდა ავარია" - რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ახლობლები

"გიგის ახალი მოყვანილი ჰყავდა ცოლი... 2 წლის წინაც მოუვიდა ავარია" - რას ჰყვებიან ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ახლობლები
05 Mar 2025, 09:28

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­შინ თბი­ლის­ში, მე­ტე­ხის ხიდ­თან ავ­ტო­მო­ბი­ლი მტკვარ­ში ჩა­ვარ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლის ამოყ­ვა­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კით რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლის ამოყ­ვა­ნის შემ­დეგ მაშ­ვე­ლებ­მა იქ ცხე­და­რი იპო­ვეს.

  • გარ­დაც­ვლი­ლია ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი 27 წლის გიგი ზა­რან­დია, რო­მელ­საც მე­უღ­ლე დარ­ჩა.

მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც "ფორ­დის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით ძლი­ე­რად და­ე­ჯა­ხა ხი­დის ჯე­ბირს და ამის შემ­დეგ ავ­ტო­მო­ბი­ლით მტკვარ­ში გა­და­ვარ­და. კად­რებ­ში ჩანს, რომ შემ­თხვე­ვით გა­დარ­ჩა გამ­ვლე­ლი, რო­მე­ლიც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს ტრო­ტუ­არ­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბა.

გიგი ზა­რან­დია ბა­ი­კე­რი იყო. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წლე­ბის წინ სწო­რედ ბა­ი­კით მოყ­ვა ავა­რი­ა­ში და მა­შინ 2 კვი­რა კო­მა­ში იყო. შემ­დეგ ბა­ი­კი გა­ყი­და და მან­ქა­ნა იყი­და.

"ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა გული ძმაო ძა­ლი­ან მე­ნა­ნე­ბი ძა­ლი­ან სიმ­შვი­დე­ში და ნა­თელ­ში ძმაო სულ გულ­ში იცო­ცხლებ"

"გიგი ჩემო ძმაო, რა ქენი ეს ბიჭო, თან წა­ი­ღე ყვე­ლა­ფე­რი" - ასე ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან ახალ­გაზ­რდა ბა­ი­კერს მე­გობ­რე­ბი.

რა მოხ­და გუ­შინ ზუს­ტად მე­ტე­ხის ხიდ­თან, ამის თქმა მის ახ­ლობ­ლებს უჭირთ.

"ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს. ად­რეც და­ე­მარ­თა ავა­რია. 2 წლის წინ ბა­ი­კით და­იმ­ტვრა, მა­შინ რა­ღაც პე­რი­ო­დი კო­მა­ში იყო, მერე ბა­ი­კი გა­ყი­და და ახლა მან­ქა­ნით და­ე­მარ­თა. არა­და მძღო­ლიც მა­გა­რი იყო და პი­როვ­ნუ­ლა­დაც უკარ­გე­სი ადა­მი­ა­ნი. ცოლი და შვი­ლი დარ­ჩა" - ჰყვე­ბი­ან მას­ზე ახ­ლობ­ლე­ბი.

  • "არ ვთქვა რა ვთქვა, იმ­ხე­ლა უბე­დუ­რე­ბა ტრი­ა­ლებს. ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო გიგი, ყვე­ლა­ნა­ი­რად და­დე­ბი­თი. ცოლი ახა­ლი მოყ­ვა­ნი­ლი ჰყავს. თვე­ე­ბის შვი­ლი დარ­ჩა" - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის კი­დევ ერთი ახ­ლო­ბე­ლი.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლით არის და­წყე­ბუ­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:


აგრეთვე იხილეთ: