რეგისტრაცია

7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
06 Mar 2025, 23:58

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ, რომ ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. დღის პირველ ნახევარში პლანეტების კეთილგანწყობა გექნებათ, ამიტომ სასურველია, მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვაროთ. სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობა წარმატებული იქნება.

კურო

შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისთვის. შესაძლოა, ოჯახში ყველა საქმის საკუთარ თავზე აღება ან ავადმყოფ ნათესავზე ზრუნვა მოგიწიოთ. სამსახურში ბოლოდროინდელი წარმატების შემდეგ სრული უფლება გაქვთ, რომ ხელფასის გაზრდა მოითხოვოთ. გირჩევთ, დასუსტებული იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნოთ.

ტყუპები

გირჩევთ სამსახურში კოლეგებს შორის კონფლიქტში არ ჩაერიოთ - მოჩხუბრების შერიგებას ვერ შეძლებთ და შეიძლება პირიქით, ყველაფერი თქვენს დაგაბრალონ. საქმემ, რომელშიც დიდი ფული და ენერგია ჩადეთ, შესაძლოა, დიდი მოგება მოგიტანოთ. გამორიცხული არ არის გაუგებრობა და დაპირისპირება უფროს ნათესავებთან.

კირჩხიბი

ეცადეთ ამ დღეს სამსახურში შეცდომები არ დაუშვათ. სავარაუდოდ, ყველა საკამათო საკითხი თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება, თუმცა ბიზნესში აქტიურობისთვის არახელსაყრელი დღეა. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე.

ლომი

გამორიცხული არ არის, რომ ეს დღე კონფლიქტით დაიწყოს, მაგრამ ახლა ჩხუბის კი არა, მშვიდობის დამყარების დროა. სამსახურში შეიძლება სამართლებრივი საკითხების მოგვარება და სასამართლოში წასვლა მოგიწიოთ. სასურველია, საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა სასიყვარულო ურთიერთობისთვის, ქორწინებისა და ოჯახური წვეულებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ გრძნობებმა შეიძლება, კარიერაში ხელი შეგიშალოთ. საქმე, რომლის დაწყებასაც აპირებთ, სავარაუდოდ, შემოსავალს მოგიტანთ. ნუ დაივიწყებთ მეგობარს, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ და ეცადეთ, სიკეთით გადაუხადოთ.


აგრეთვე იხილეთ: