რეგისტრაცია

“ეს დღეს ჩაიდინა, რამ შვა ასეთი სატანა” – ვის შესახებ საუბრობს შალვა ნათელაშვილი?

“ეს დღეს ჩაიდინა, რამ შვა ასეთი სატანა” – ვის შესახებ საუბრობს შალვა ნათელაშვილი?
08 Mar 2025, 17:40

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ირაკლი კობახიძის მიერ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტის გვირგვინით შემკობას, სადაც ასევე თემურ ლენგის ქანდაკებაც იყო სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნული ქმედებისთვის “ქართული ოცნების” სახეს მკაცრად აკრიტიკებს:

ერთადერთი მოსისხლე მტერი იყო თემურ ლენგი საქართველოსი, რომელმაც რვაჯერ მოაწყო დამანგრეველი ლაშქრობა და რომლის მსხვერპლი გახდა მთელი აღმოსავლეთ საქართველო, ტაო, სამცხე და არაგვის ხეობაც კი სადაც მტრის ეს კონცენტრაცია ისტორიას არ ახსოვს. მარტო მეოთხე ლაშქრობისას ასი ათასამდე ტყვე გაიყვანა ქვეყნიდან, გადამწვარ ბაღ-ვენახებზე ხომ ისედაც ღაღადებს მსოფლიო ისტორია.

ალბათ ეს სისხლიანი მტარვალი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ექვსასზე მეტი წლის შემდეგ მის მემორიალს თურქმენეთში გვირგვინებოთ შეამკობდა საქართველოს მთავრობის მეთაური. ეს დღეს ჩაიდინა ბოროტების სიმბოლო კობახიძემ. რითაც მან ქართულ მიწაში დამარხვის უფლებაც კი დაკარგა. მე კარგად მახსოვს როგორ ვუთხარით უარი ჩინელ მასპინძლებს, გვირგვინებით შეგვემკო მაი ძე დუნის მავზოლეუმი 1994 წელს, როდესაც პირველ, ოფიციალურ დელეგაციაში ვიყავით პეკინში.მათ ეს არ სწყენიათ.

ამ დროს მაოს ჩვენთვის არაფერი დაუშავებია და დღესაც მისი იდეოლოგიით, სტალინის ფაქტორის გამოისობით ჩინელებს სიპათიები აქვთ ქართველებზე, მაგრამ ეს უარი საერთაშორისო არენაზე ვინმეს რამე რომ არ წყენოდა იმიტომ ვთქვით. ამ დროს კობახიძემ არა მარტო აწყენინა ქართველ ხალხს არამედ სულში ჩაგვაფურთხა და ისტორია წაგვიბილწა. რამ შვა ასეთი სატანა და მერე როგორ მიაგნო მთავარმა სატანა ივანიშვილმა.

ეს მართლაც საოცრებაა.”- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ფოტო, რომელსაც თან შემდეგი შინაარსის ტექსტი ერთვოდა:

“საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო.”.

ცნობისთვის, დამოუკიდებელობის მონუმენტი ასევე თემურ ლენგის ქანდაკებასაც მოიცავს.
"ეს დღეს ჩაიდინა, რამ შვა ასეთი სატანა" - ვის შესახებ საუბრობს შალვა ნათელაშვილი?


აგრეთვე იხილეთ: