„თითქოს დაბნეული იყო… დავინახე, რომ…“ – რას იხსენებს ბიჭი, რომელმაც მდინარეში გადავარდნილი მძღოლის ამოყვანის კადრები გადაიღო

დათო, რომელმაც 11 მარტის საღამოს, მეტეხის ხიდიდან გადავარდნილი მანქანიდან მძღოლის ამოყვანის კადრები გადაიღო, ჰყვება, რომ ჯერ გაბმული სიგნალი და ხალხის ყვირილი, შემდეგ კი უკვე წყალში მძიმე ნივთის ჩავარდნის ხმა გაიგო.
მძღოლი თავიდან თითქოს დაბნეული იყო, შესაძლოა შოკურ მდგომარეობაშიც იყო, ვერ გადაეწყვიტა გადმოსვლა, ნახევარი ტანით იყო გადმოსული ფანჯრიდან, ეშინოდა. თუმცა, ბოლოს გადმოძვრა და მოქალაქეებმა მისი ტივზე აყვანა მოახერხეს“, – იხსენებს დათო.