რეგისტრაცია

როგორ დაგეგმა კესარიას სასტიკი მკვლელობა ჯაიანმა – პროკურატურამ შოკისმომგვრელი ჩვენება გაასაჯაროა

როგორ დაგეგმა კესარიას სასტიკი მკვლელობა ჯაიანმა – პროკურატურამ შოკისმომგვრელი ჩვენება გაასაჯაროა
13 Mar 2025, 13:42

საქალაქო სასაამრთლოში სასტიკად მოკლული ტრანსგენდერი ქალის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, სადაც პროკურორმა 40 წუთიანი ვიდეო მტიცებულება გაასაჯაროვა, სადაც უწყების მტკიცებით ჯაიანი აღიარებს, რომ კესარია აბრამიძის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა განზრახული, შემდეგ კი თავის მოკვლას აპირებდა, თუმცა გამბედაობა არ ეყო.

საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ ბექა ჯაიანი დაკავების შემდეგ დეტალურად ჰყვება ტრანსგენდერი ქალისა და მისი ურთიერთობის შესახებ.

მაღიარეო, მითხრა. ვუთხარი დავიშალოთ, მაინც საქართველოა, ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი. მეორე დღიდან დაიწყო ისეთი ვიდეოების დადება, რომელიც მამაკაცს გააღიზიანებდა… განვიზრახე, მომეკლა.

აფთიაქში შევედი, წნევის დამწევები ვიყიდე, მეც რომ დამელია, გამბედაობა არ მეყო, რომ გადმოვმხტარიყავი… ცივად შევედი, ლაპარაკი დავუწყე, რომ შევხედე, ცრემლები წამომივიდა. რატომ იქცევი ასე-მეთქი, ვკითხე…დავარტყი. დანა ვიყიდე ჩემი სამსახურის წინ, მიცკევიჩზე”- ამბობს ჯაიანი.

გამომძიებლის კითხვაზე, თუ რამდენჯერ დაარტყა დანა, ის პასუხობს, რომ „აფექტში იყო და არ ახსოვს“.

ამავე ჩვენების მიხედვით ჯაიანმა კესარია აბრამიძე ოჯახის წევრებს, როგორც ეკა, ასე გააცნო. ჯაიანის თქმითვე, ეჭვიანობა ხდებოდა როგორც მისი, ასევე კესარიას მხრიდან.

„ყველასთან ვცდილობდი კარგად დამეხასიათებინა, სანამ ჩემს მიმართ ასეთი გულით იყო… პირველად იმიტომ აირია [ურთიერთობა], გერმანიიდან რომ ჩამოვედი, უსამსახუროდ ვიყავი, როცა ფული გამომელია, კონფლიქტი მოხდა. რომ დავშორდი გაბოროტდა…. ზონდერიაო, სხვას დაადებინა ფოტო… მერე შევრიგდით“, – აცხადებს ჯაიანი ჩვენებაში.

ამასთან, გამომძიებლის კითხვაზე, თუ რა ვითარებაში მიიღო კესარია აბრამიძემ ტვინის შერყევა, ჯაიანი პასუხობს, რომ ეს „ჭიდაობის დროს, თავისით მოხდა“.

„დამირტყამს, მაგრამ მაგ დროს ვჭიდაობდით, შემომარტყა და წონასწორობა ვერ დაიცვა, გადავარდა. თავისიც დაეცა, მე მივიყვანე [საავადმყოფოში], მე წამოვიყვანე, ჩემიდან გამომდინარე არ მომხდარა…”

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


აგრეთვე იხილეთ: