როგორ გამოეხმაურა დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინის განცხადებას?

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება “ძალიან პერსპექტიულია”, მაგრამ “არ იყო სრული”. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივან, მარკ სრუტესთან ერთად მედიასთან საუბარში განაცხადა.
“იმედი მაქვს, რომ რუსეთი სწორად მოიქცევა”, – განაცხადა ტრამპმა.