ახლახანს საშინელ ავარიას ორი ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა

დმანისში ავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვეროპლა. ამის შესახებ ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
,,გულითადად ვწუხვართ დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული ავარიის გამო, რომელმაც ორი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თანავუგრძნობთ ამ მძიმე დროს.
მოცემული ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაუქმოთ ნოვრუზ ბაირამის ღონისძიება",- ნათქვამია ინფორმაციაში.