რეგისტრაცია

ნუცა თოფურიასა და მარიამ შენგელიას მეგობრობა პოლიტიკის გამო შეწყდა? - „მარიამთან დაკავშირებით დასმულ არც ერთ შეკითხვაზე ლაპარაკი არ მინდა“

ნუცა თოფურიასა და მარიამ შენგელიას მეგობრობა პოლიტიკის გამო შეწყდა? - „მარიამთან დაკავშირებით დასმულ არც ერთ შეკითხვაზე ლაპარაკი არ მინდა“
18 Mar 2025, 08:39

მომღერალი ნუცა თოფურია ქუჩია აქციების აქტიური მხარდამჭერი და მონაწილეა. ირკვევა, რომ მისმა პოლიტიკურმა შეხედულებამ, პირად ურთიერთობებზე გავლენა იქონია. მან ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ისაუბრა:

„რა თქმა უნდა, იქონია, ეს ძალიან მტკივნეული და ემოციურია. სანამ ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი, ვამბობდი, ხალხო, ხომ არ გაგიჟდით, როგორ შეიძლება, პოლიტიკური შეხედულების გამო, ადამიანი დაკარგო? მაშინ თავს მშვიდად ვგრძნობდი, ჩემი გარემოცვა ერთ აზრზე ვიყავით. როცა ანდრო ჭიჭინაძეს ციხეში გამოკეტავ, არ შემიძლია, ამ ფაქტს გულგრილად შევხედო. ანდრო ჩემი მეგობარია და კარგად ვიცნობ, ვიცი, როგორი პიროვნებაა, ვიცი, ის უდანაშაულოა.

რომ გველაპარაკოს და კავშირი გაგვეწყვიტოს, ასე არ მომხდარა, მაგრამ ეს ამბები ჩვენს ურთიერთობას ძალიან დაეტყო, შესამჩნევია.

- ვიცი, რომ შენი და მარიამ შენგელიას ურთიერთობა, თქვენივე სიტყვებით, "მეგობრობაზე მეტი" იყო. დღეს სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდით.

- დიახ, სხვადასხვა მხარეს ვართ. ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა. ეს ჩემთვის ძალიან მგრძნობიარე თემაა და არ მინდა ვილაპარაკო.

- მარიამი საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენს, დაურეკე, წარმატებები უსურვე?

- მარიამთან დაკავშირებით დასმულ არც ერთ შეკითხვაზე ლაპარაკი არ მინდა.

კვირის პალიტრა


აგრეთვე იხილეთ: