რეგისტრაცია

მეგობრის მიერ ჩადენილი მკვლელობა: რა მოხდა გლდანში - "ერთად ჰქონდათ ბინა ნაქირავები... მკვლელმა დანაშაული აღიარა"

მეგობრის მიერ ჩადენილი მკვლელობა: რა მოხდა გლდანში - "ერთად ჰქონდათ ბინა ნაქირავები... მკვლელმა დანაშაული აღიარა"
19 Mar 2025, 18:04

გლ­დან­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი კორ­პუ­სის ბი­ნა­ში მოკ­ლუ­ლია 50 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცი. რო­გორც "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" გახ­და ცნო­ბი­ლი, ის ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში მოკ­ლეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, მოკ­ლულ­სა და მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, რა დრო­საც ამ უკა­ნას­კნელ­მა და­ნით მოკ­ლა მე­გო­ბა­რი.

  • შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი. დღის 12 სა­ა­თის­თვის ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს. ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლას არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის რა­ი­ო­ნი­დან არის და თბი­ლის­ში მუ­შა­ობ­და.

"კვი­რის პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე ამ კორ­პუ­სის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი არ სა­უბ­რო­ბენ. ყვე­ლა ამ­ბობს, რომ არც მოკ­ლულს და არც მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს არ იც­ნობ­დნენ.

"ორ მეგობარს ბინა ნაქირავები ჰქონდა ჩვენს კორპუსში, მე-12 სართულზე და როგორც გავიგე, ერთმა მოკლა მეორე. მკვლელობა რა მოტივით მოხდა, არ ვიცი. არც ვიცნობდი პირადად მათ. დაახლოებით, 50 წლამდე ასაკის მამაკაცია მოკლული. სავარაუდოდ, დილით მოხდა მკვლელობა. როგორც ვიცი, მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, ის უკვე დაკავებულია. ორივე ერთად ცხოვრობდა იმ ნაქირავებში. მეტი ინფორმაცია არ მაქვს. სავარაუდოდ, დანით არის მოკლული", - ამბობს ჩვენთან საუბარში იმ კორპუსში მცხოვრები ქალბატონი.

ჩვენ რამდენიმე პირს გავესაუბრეთ, მაგრამ ყველამ გვითხრა, რომ მომხდარზე არაფერი იცის.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე დასრულდა. პოლიციამ კორპუსის შესასვლელი ლენტით შემოღობა. რა ჩვენება მისცა მკვლელობაში ბრალდებულმა, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

(სპეციალურად საიტისთვის)


აგრეთვე იხილეთ: