"ოპერაციიდან 4 საათის შემდეგ" - წარმატებული ოპერაციის შემდგომ ნარკოზიდან გამოსული მარიამის პირველი კადრები

რამდენიმე თვის წინ ფოტოგრაფმა „დანტესმა“ კიდევ ერთი ქველმოქმედების ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მოთხრობილი იყო ქუთაისელ მარიამზე, რომელსაც სახის ძვლების პრობლემა ჰქონდა. მოგვიანებით, კი გაირკვა, რომ თურქეთში მცხოვრები ექიმი მედეა იობაშვილი მარიამ დაეხმარებოდა შუამდგომლობაში, რომ თურქ პლასტიკურ ქირურგს მისთვის შეღავათიან ფასად სახის ოპერაცია ჩაეტარებინა.
ამ ამბების შემდეგ 16 წლის მარიამისთვის გაერთიანდა საზოგადოება, მათ შორის ცნობილი სახეებიც, მეზობლები და უცნობი ადამიანები, რომელთაც ოპერაციისთვის საჭირო თანხა შეუგროვეს.
მარიამს დღეს, 20 მარტს სტამბოლში 7 საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. თურქეთში გახლავთ თავად დანტესიც, რომელიც ეტაპობრივად უზიარებდა საზოგადოებას ოპერაციის შესახებ ინფორმაციას. ამჯერად იგი მარიამის მორიგ ვიდეოს აქვეყნებს და გვიჩვენებს როგორ გამოიყურება პაციენტი ოპერაციიდან ოთხი საათის შემდეგ:
„ოპერაციიდან 4 საათის შემდეგ მარიამის მდგომარეობა და პირველი ნაბიჯები“, - წერს დანტესი სოციალურ ქსელში.
კადრებმა საზოგადოების გამოხმაურება დაიმსახურა:
„დანტესი არის ყველაზე მაგარი ადამიანი, რომელიც უნდა იყოს ჩემი აზრით ხალხის სამსახურში თანამდებობაზე“.
„რა კარგია, როგორ მოუხდა. ცოტა აზრზე რომ მოვა ნარკოზის მერე და ჩაიხედავს სარკეში გაოცდებაა“,
„ცრემლების გარეშე ვერცერთ ვიდეოს ვერ ვუყურე.სიყვარული გადაგვარჩენს“, - წერენ კომენტარებში.