რეგისტრაცია

დიდი აღიარება! – რა დაიწერა სომხური პრესის ფურცლებზე საქართველოსთან მარცხის შემდეგ?

დიდი აღიარება! – რა დაიწერა სომხური პრესის ფურცლებზე საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
22 Mar 2025, 11:42

უეფა-ს ერთა ლიგის B ლიგის საპლეიოფო დაპირისპირებაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს ესტუმრა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მატჩს სომხური მედია გამოეხმაურა. Armsport-ი წერს, რომ მეზობლები კავკასიურ დერბიში ერთი თავით მაღლა იყვნენ.

„ქართული გუნდი საკმარისად ეფექტიანი იყო თავდასხმაში და უკვე პირველ ტაიმში წონიანი უპირატესობა შეიქმნა. მათ კლასიკურ კონტრ შეტევის მასტერკლასი ჩაატარეს“, – წერს Armsport-ი. ცნობისთვის, ამ გუნდების განმეორებითი მატჩი 23 მარტს, თბილისში გაიმართება და 18:00-ზე დაიწყება.


აგრეთვე იხილეთ: