რეგისტრაცია

მკვლელობა კაბალში - არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს

მკვლელობა კაბალში - არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს
25 Jun 2025, 20:20

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კაცი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით არის მოკ­ლუ­ლი. შემ­თხვე­ვა სო­ფელ კა­ბალ­ში მოხ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მოკ­ლულს სო­ფელ­ში არ­სე­ბულ ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხორ­ცის მა­ღა­ზია ჰქონ­და, სა­დაც უც­ნობ­მა პირ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლა. შუ­ახ­ნის კაცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

მომ­ხდა­რის სხვა დე­ტა­ლე­ბი ჯერ უც­ნო­ბია.

ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­აა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.


აგრეთვე იხილეთ: