რეგისტრაცია

(ვიდეო) ცნობილია, ვინ არ ითამაშებს ხვალინდელ მატჩში - სანიოლისა და "კვარას" კომენტარები მატჩის წინა პრესკონფერენციაზე

(ვიდეო) ცნობილია, ვინ არ ითამაშებს ხვალინდელ მატჩში - სანიოლისა და "კვარას" კომენტარები მატჩის წინა პრესკონფერენციაზე
22 Mar 2025, 19:48

სომ­ხე­თის ნაკ­რებ­თან ერთა ლი­გის სა­პა­სუ­ხო მატ­ჩის წინ ჩა­ტა­რე­ბულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა ისა­უბ­რა:

"ლო­ჩოშ­ვი­ლის ტრავ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი არაა, მაგ­რამ არ ითა­მა­შებს. კა­ში­ას დაბ­რუ­ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ტაქ­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლია, დაც­ვა­ში მო­მა­ვალ­შიც ისე ვა­პი­რებთ თა­მაშს, რო­გორც სომ­ხეთ­ში. ვფიქ­რობ, მო­ტი­ვა­ცი­ის პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბა.

გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია, შანსს სხვე­ბიც მი­ი­ღე­ბენ. ერთ პო­ზი­ცი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე ალ­ტერ­ნა­ტი­ვა მყავს, კონ­კუ­რენ­ცია არ­სე­ბობს და მო­ტი­ვა­ცი­ის კუ­თხით არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ გა­მაჩ­ნია.მე­კა­რის პო­ზი­ცი­ის მარ­თვა და­ნარ­ჩე­ნი გუნ­დის­გან გან­სხვავ­დე­ბა. მა­მარ­დაშ­ვი­ლი ისევ ითა­მა­შებს, ივ­ნის­ში კი და­ვას­ვე­ნებთ და გუ­გე­შაშ­ვილს და­ვეყ­რდნო­ბით. ლა­ცა­ბი­ძის მო­ნა­ცე­მე­ბის ნახ­ვა უშუ­ა­ლოდ მინ­დო­და. ის თავ­მდა­ბა­ლია, ბევ­რს ის­მენს, ბევ­რს სწავ­ლობს.

თარგმანი: "რუსთავი 2"


აგრეთვე იხილეთ: