რეგისტრაცია

მეხუთე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა

მეხუთე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა
30 Mar 2025, 20:18

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე 10 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებული ჯერ ახალციხის კლინიკა „იმედში“ შეიყვანეს. ამჟამად კი თბილისში გადმოჰყავთ.


მორიგე ექიმის განმარტებით, პაციენტს მოტეხილობები არ აღენიშნება, მას ჩაუტარდა კვლევები, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ახლა კი იაშვილის სახელობის სამედიცინო დაწესებულებაში გადმოჰყავთ.


აგრეთვე იხილეთ: