რეგისტრაცია

"ეზოში იპოვეს გარდაცვლილი, ალბათ ტალღამ გადმოაგდო..." - ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების დეტალები: მძიმეა 25 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა

"ეზოში იპოვეს გარდაცვლილი, ალბათ ტალღამ გადმოაგდო..." - ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების დეტალები: მძიმეა 25 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა
14 Jan 2025, 14:54

ორ­თა­ჭა­ლა­ში, დევ­ნილ­თა სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან კლი­ნი­კა­ში 1 მო­ქა­ლა­ქე რჩე­ბა.

  • რო­გორც "ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის" კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი კორ­ძა­ხია აცხა­დებს, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

"კლი­ნი­კა­ში ამ­ჟა­მად 25 წლის მა­მა­კა­ცი რჩე­ბა, რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბაც საკ­მა­ოდ მძი­მეა, აღე­ნიშ­ნე­ბა ღია ქა­ლატ­ვი­ნი­სა და გულ-მკერ­დის და­ზი­ა­ნე­ბა. პა­ცი­ენ­ტი არის უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, იმ­ყო­ფე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და არის აპა­რა­ტულ სუნ­თქვა­ზე.

ჩვენ­თან კლი­ნი­კა­ში ასე­ვე კი­დევ 2 პა­ცი­ენ­ტი იყო გად­მოყ­ვა­ნი­ლი, აქე­დან ერთი არის პე­დი­ატ­რი­უ­ლი ასა­კის - 12 წლის. მო­ზარ­დი გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით ბი­ნა­ზე ეწე­რე­ბა. ერ­თმა პა­ცი­ენ­ტმა ღა­მის სა­ა­თებ­ში და­ტო­ვა კლი­ნი­კა, რო­მელ­საც მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და“,- აცხა­დებს კლი­ნი­კის ექი­მი.

ორ­თა­ჭა­ლა­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. გარ­დაც­ვლი­ლი 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცია, რომ­ლის სახ­ლშიც აფეთ­ქე­ბა მოხ­და.

"12 სა­ათს იყო გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი, როცა აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა. ჩავ­თვა­ლე, რომ ფე­ი­ერ­ვერ­კი იყო, და­ემ­თხვა, რომ ძვე­ლით ახალ წელს აღ­ნიშ­ნა­ვენ. და­შა­ვე­ბუ­ლებს რაც შე­ე­ხე­ბა, ბავ­შვი და­შავ­და, წა­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში, ასე­ვე ერთი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც მდგმუ­რად ცხოვ­რობ­და აქ. გარ­დაც­ვლი­ლია მა­მა­კა­ცი, ვის სახ­ლში აფეთ­ქე­ბა მოხ­და, ეზო­ში იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი, ალ­ბათ ტალ­ღამ გად­მო­აგ­დო. მარ­ტო ცხოვ­რობ­და სახ­ლში" - უყ­ვე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი "ფორ­მუ­ლას".

  • თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორ­თა­ჭა­ლა­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში გვი­ან ღა­მით მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბამ სხვა­დას­ხვა სას­ტუმ­რო­ში და­ა­ბი­ნა­ვა.

„სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში, სა­დაც ასამ­დე დევ­ნი­ლი ოჯა­ხი ცხოვ­რობს, აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად კე­დე­ლი და შე­ნო­ბის ფა­სა­დი ჩა­მო­ინ­გრა. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე კახა გუ­ლე­და­ნი, კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი ბექა მი­ქა­უ­ტა­ძე, თბი­ლი­სის მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა ლა­ბო­რა­ტო­რი­ამ უკვე და­ი­წყო შე­ნო­ბის მდგრა­დო­ბის კვლე­ვა. ასე­ვე, დღეს­ვე და­ი­წყე­ბა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფა­სა­დის დე­მონ­ტა­ჟი და მოხ­დე­ბა ტე­რი­ტო­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბა სა­კუ­თარ ბი­ნებ­ში მას შემ­დეგ დაბ­რუნ­დე­ბა, რაც თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­დე­ბა, რომ კორ­პუ­სი სა­ცხოვ­რებ­ლად ვარ­გი­სია“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ორ­თა­ჭა­ლა­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ოთხი კი და­შავ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ზის გა­ჟონ­ვამ გა­მო­იწ­ვია.

აფეთ­ქე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­ნო­ბის მე­ო­თხე სარ­თულ­ზე მოხ­და. აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ფა­სა­დი და კედ­ლე­ბი ჩა­მო­ინ­გრა.


აგრეთვე იხილეთ: