რეგისტრაცია

„ბაიდენი 2020 წელს სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს. რა­საც ხე­დავთ, ეს არის კლო­ნე­ბი, ორეულები“ - რა სკანდალური მიმართვა გააზიარე დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში?

„ბაიდენი 2020 წელს სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს. რა­საც ხე­დავთ, ეს არის კლო­ნე­ბი, ორეულები“ - რა სკანდალური მიმართვა გააზიარე დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში?
02 Jun 2025, 15:45

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა შა­ბათს სა­ღა­მოს Truth Social-ზე გა­ა­ზი­ა­რა ტექ­სტი, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი “ჯო ბა­ი­დე­ნი 2020 წელს სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს და კლო­ნე­ბით ან რო­ბო­ტე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლეს“.

ტრამპმა პოს­ტის ბმუ­ლი თა­ვის თით­ქმის 10 მი­ლი­ონ გა­მომ­წერს გა­უ­ზი­ა­რა ყო­ველ­გვა­რი კონ­ტექ­სტის ან ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე. ხოლო, ორი­გი­ნა­ლი პოს­ტის ავ­ტორს 5000-ზე ოდ­ნავ მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს.

ტრამ­პის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ის მსგავ­სი ტექ­სტის შე­სა­ხებ, მსოფ­ლიო მე­დი­აც წერს. Nbcnews-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თეთრმა სახ­ლმა მათ მო­თხოვ­ნას, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, არ უპა­სუ­ხა.

"ბა­ი­დე­ნი არ არ­სე­ბობს - ის 2020 წელს სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს. რა­საც ხე­დავთ, ეს არის ბა­ი­დე­ნის კლო­ნე­ბი, ორე­უ­ლე­ბი და რო­ბო­ტი. უსუ­ლო, უგო­ნო არ­სე­ბე­ბია. დე­მოკ­რა­ტე­ბი გან­სხვა­ვე­ბას ვერ ხე­და­ვენ“, - წე­რია უც­ნო­ბი პი­რის მიერ და­წე­რილ ორი­გი­ნალ ტექ­სტში, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით აშშ-ის პირ­ველ­მა პირ­მა გა­ა­ზი­ა­რა თა­ვის კე­დელ­ზე.

გა­სულ თვე­ში ჯო ბა­ი­დენ­მა გა­ამ­ხი­ლა, რომ მას მე­ტას­ტა­ზუ­რი, აგ­რე­სი­უ­ლი პროს­ტა­ტის კიბო და­უდ­გი­ნეს.


აგრეთვე იხილეთ: