„ვთქვი განსაცდელის შესახებ და მოხდა“ - გოგა მანია ავარიაში მოყვა, როგორია მისი მდგომარეობა?

ეზოტერიკოსი, გოგა მანია სამტრედიაში ავტოავარიაში მოყვა. როგორც მან „დაიჯესტს“ განუცხადა, მომხდარის შედეგად პირადად არ დაშავებულა, თუმცა მისი ავტომანქანა ბეტონის ჯებირს შეეჯახა.
მიმდინარე წლის 14 ივნისს, ეზოტერიკოსმა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, მის მიმართ მოსალოდნელი განსაცდელის შესახებ იწინასწარმეტყველა და აღნიშნა, რომ ეს თავდასხმების მის მიმართ ხდება იმიტომ, რომ ენერგეტიკულად ადამიანებს ასუფთავებს ნეგატივისგან.
„ყველაფერი კარგად არის, ღვთის წყალობით. მე ამას ვამბობდი და ვგრძნობდი კიდეც, ერთ-ერთ სააგენტოსთან ვთქვი განსაცდელის შესახებ და მოხდა კიდეც“,- უთხრა „დაიჯესტს“ გოგა მანიამ.
აი რას ამბობდა იგი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში 14 ივნისს.
„მინდა ვთქვა, რომ მეც მელოდება პატარა განსაცდელი უახლოეს მომავალში, რომელსაც ვგრძნობ, რატომ ვამბობ ამას საკუთარ თავზე, რამდენჯერაც რაღაცა მოხდა, ესეც ბოროტ ძალებს უკავშირდება, რომელსაც ჩემს მიმართ უშვებენ. რადგან მე ვაკეთებ ეგზორციზმს და მათგან ადამიანებს ვეხმარები, შემდეგ უკვე ისინი გადმოდიან ჩემზე და კეთდება ენერგეტიკული სხვადასხვა დარტყმა“,- ამბობდა იგი.