"წადი შე ქერა ბო*ო"- გამარჯვების შემდეგ რა უთხრა ილია თოფურიამ პიმბლეტს , რომელიც სავარაუდოდ მისი მომდევნო მეტოქე იქნება

ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონია. ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიის სახელით გამომსვლელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.
გამარჯვების შემდეგ ილია თოფურიამ პედი პიმბლეტს მიმართა, რომელსაც უთხრა რომ თუ არ ეშინია ამოვიდეს ოქტაგონზე და მასთან პირისპირ დადგეს.
ქართველი აცხადებდა, რომ მზად იყო ახლავე ეჩხუბა მასთან.
ბრიტანელი ოქტაგონზე ავიდა და მან და ილიამ ერთმანეთში რამდენიმე სიტყვა გაცვალეს.
პედი პიმბლეტი: "მე სქაუზერი ვარ. ჩვენ არ ვითიშებით!"
ილია თოფურია: "წადი შე ქერა ბო*ო".