რეგისტრაცია

“მამუკამ მთხოვა,ეს ჩვენს გარდა არავინ იცოდა, თავად მამუკასაც ვუთხარი არსად გაემხილა, ახლა ყველაფერს ვიტყვ..”

“მამუკამ მთხოვა,ეს ჩვენს გარდა არავინ იცოდა, თავად მამუკასაც ვუთხარი არსად გაემხილა, ახლა ყველაფერს ვიტყვ..”
22 Dec 2024, 18:18

მუსიკოსი და პოლიტიკოსი, მუსიკალურ ჯგუფ „ვაკის პარკის“ ხელმძღვანელი, ზაზა ხუციშვილი, „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად, მამუკას შემოქმედებაზე ესაუბრება და ერთ საიდუმლოს უმხელს:

რაც შეეხება, ჩვენ ერთად მუშაობას, ეს იყო პროექტი, „საუკუნის ნოსტალგია“, რომელიც 2000-2002 წლებში სტუდია „მაესტრომ“ განახორციელა, სადაც გასული საუკუნის ცნობილი „ჰიტები“ ითარგმნა ქართულად, რომელიც ქართველმა მომღერლებმა შეასრულეს.

ერთ-ერთი იყო, ჯო დასენის ცნობილი სიმღერა „A toi “, რომლის ტექსტის ავტორი მე ვარ – „ის სხვა“ რომელიც შესანიშნავად შეასრულა მამუკა ონაშვილმა.

– მსმენელს რჩება შთაბეჭდილება, რომ წარსულს მისტირის…

სწორედ, ეს არის საოცარი, რომ იმ პერიოდში, მეუღლე ჰყავდა, მაგრამ მამუკა, იმდენად კარგად ასრულებდა და გადმოსცემდა მინორულ სიმღერებს, ვფიქრობ, მასში ყოველთვის იყო სევდა.

რ პროექტში (საუკუნის ნოსტალგია) მონაწილეობდა, მისი პირველი სიმღერა – აფრიკ სიმონის „Hafanana“ იყო – „უკარება“(ტექსტის ავტორი ეკა აკობია), რომელსაც ყოფილ მეუღლე, ირინა ჩიხლაძესთან ერთად ასრულებდა.

– როგორც ვიცი, მხოლოდ ერთი სიმღერა ჰქონდათ ერთად ჩაწერილი…

პროექტში „საუკუნის ნოსტალგია“ორ კლიპში არიან გადაღებული – პირველი იყო „უკარება“ (აფრიკ სიმონის – Hafanana) და მეორე „ის სხვა“ (ჯო დასენის – A toi), ასევე „ფოთოლცვენა“(კომპოზიტორი ნ. ერგემლიძე), სადაც ერთად მღერიან.

სხვათა შორის, მამუკასთან, კიდევ ერთი გამონაკლისი გავაკეთე, როცა ეს პროექტი დასრულდა, დამირეკა და მთხოვა, ერთ-ერთი სიმღერის ტექსტი დამეწერა.

მანამდე, ერთმა პიროვნებამ მთხოვა, მაგრამ გადატვირთული რეჟიმის გამო, უარი ვუთხარი. მამუკა ისეთი კაცი იყო, ვერ დავწყვიტე გული და დავთანხმდი.

ეს იყო ადრიანო ჩელენტანოს – „L’arcobaleno“, რომელიც ასევე შესანიშნავად შეასრულა. არასდროს მითქვამს და მამუკასაც ვთხოვე, არსად გაემხილა, რომ ჩემი ტექსტია, პირველად ვამბობ თქვენთან.


აგრეთვე იხილეთ: