რეგისტრაცია

„სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ გავიგო, რა დაემართა ჩემს შვილს“ – საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედა ექსპერტიზის პასუხს ეხმაურება

„სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ გავიგო, რა დაემართა ჩემს შვილს“ – საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედა ექსპერტიზის პასუხს ეხმაურება
11 Jul 2025, 17:43

5 მაისს, ახალციხეში, კერძო საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩი გარდაცვლილი იპოვეს.

აღნიშნულ საქმეზე ექსპერტიზის შედეგები ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ამასთან დაკავშირებით, Palitravideo.ge – სთან ინტერვიუში ბავშვის დედამ ისაუბრა.

„მოვიდა ექსპერტიზის პასუხი – სუნთქვის მწვავე უკმარისობა. სრულიად ჯანმრთელი ბავშვი გავუშვი ბაღში, საღამოს საათებში კი მითხრეს, რომ დაღუპული იყო.

ჩემზეც ბევრი ბრალდება წამოვიდა, მაგრამ ვინც მიცნობს, იცის, როგორი დედა ვიყავი და ვარ.

მე არ ვჩერდები, სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ გავიგო, რა დაემართა ჩემს შვილს“, – ამბობს ბავშვის დედა.


აგრეთვე იხილეთ: