"ტროტუარზე ვიჯექი, გრუხუნის ხმა გავიგე, მივხვდი რაც ხდებოდა, გამოვასწარი, გზაზე გადმოვედი და ჩამოიშალა" - რას ჰყვება თვითმხილველი "ვაგზლის მოედანზე" მომხდარზე (ვიდეო)

"ტროტუარზე ვიჯექი, მტვერი რომ დავინახე, იმ წუთში მივხვდი, რაც ხდებოდა, გამოვასწარი, გზაზე გადმოვედი და ჩამოიშალა", - ამის შესახებ "ვაგზლის მოედანზე" შენობის ნაწილის ჩამონგრევის შესახებ თვითმხილველი ქალი აცხადებს.
"ვიცი, რომ ერთი ადამიანია მოყოლილი, მეტი არ ვიცი. ზუსტად იმის ქვეშ ვიჯექი, რაც ჩამოინგრა, რაღაც გრუხუნის ხმა იყო და მტვერი რომ დავინახე, მივხვდი რომ რაღაც წყდებოდა, გამოვასწარი და ჩამოიშალა", - ამბობს თვითმხილველი.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიცია. ამ დროისთვის მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის.