მხოლოდ და ჰყოლია, რომელიც შემთხვევის დროს იქვე იყო... ის გადარჩა - ცნობილია "ვაგზლის მოედანზე" შენობის ნგრევის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილის ვინაობა

ცნობილია ვაგზლის მოედანზე შენობის ნგრევის დროს ერთ-ერთი გარდაცვლილის ვინაობა.
Ambebi-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი, 40 წლის დათო ბართაიაა, სამეგრელოს სოფელ ბალდიდან. არსებული ინფორმაციით, შენობის ნაწილის ჩამონგრევის დროს იქვე იყო ბართაიას დაც, რომელიც გადარჩა.
"ერთ-ერთი, ვინც ვაგზალზე, ბეტონის ქვეშ მოყვა, 40 წლის დათო ბართაიაა, სამეგრელოდან, სოფელი ბალდიდან. უპატიოსნესი და უკეთილშობილესი ადამიანი ყოფილა. დედ-მამა არ ჰყავდა და ფიზიკური შრომით და წვალებით ირჩენდა თურმე თავს. მხოლოდ და ჰყოლია, რომელიც შემთხვევის დროს იქვე იყო. საბედნიეროდ ის გადარჩა", - წერს სოციალურ ქსელში სალომე სიმონია.
ცნობისთვის, თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. კერძოდ, ჩამოინგრა შენობის ფასადის ნაწილი. სამაშველო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია ორი ცხედარი.