15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ

15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს დედაც გადარჩება თუ არა არ იციან, - წერენ სოციალურ ქსელში ხობში მოზარდის გარდაცვალების შესახებ ოჯახის ახლობლები.
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 1 პირი. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.