"ბავშვი ეზოში მდებარე აუზში ჩახტა, საიდანაც მალევე ამოიყვანეს. ამოყვანისას ლაზარე გონზე იყო, თუმცა..." - ზუგდიდში 4 წლის ბავშვი ტრაგიკულად დაიღუპა

ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში 4 წლის ლაზარე თოლორაია ტრაგიკულად დაიღუპა.
- როგორც Ambebi.ge-ს ოჯახის ახლობელი უყვება, ბავშვი ეზოში მდებარე აუზში ჩახტა, საიდანაც მალევე ამოიყვანეს. ამოყვანისას ლაზარე გონზე იყო, თუმცა შემდეგ გარდაიცვალა.
ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ სავარაუდოდ, აუზში ჩავარდნის მომენტში ბავშვმა თავი დაიზიანა, თუმცა ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ არის.
ლაზარე თოლორაია ზუგდიდის მეორე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი იყო. სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
"შეძრული ვართ ზუგდიდის #2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელის, ლაზარე თოლორაიას ტრაგიკული გარდაცვალების გამო.რთული და ძალიან ძნელია სამძიმარი ვუთხრათ ჩვენო პატარავ შენ ოჯახს, აღმზრდელებს, შენ ბაღელებს...ნათელში იყავი ანგელოზო!", - ნათქვამია ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.
Ambebi.ge უსამძიმრებს ლაზარეს ოჯახს.