რეგისტრაცია

“იმ ბიჭის დედა ვარ, ქუჩაში რომ აგდია” – რას ამბობს ახალგაზრდა ბიჭის დედა

“იმ ბიჭის დედა ვარ, ქუჩაში რომ აგდია” – რას ამბობს ახალგაზრდა ბიჭის დედა
30 Nov 2024, 18:37

ამ დრო­ის­თვის თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე და­კა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 107-ია. ისი­ნი იზო­ლა­ტო­რებ­ში არი­ან გა­დაყ­ვა­ნი­ლი. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლი ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ზე სა­უბ­რობს.

სპეც­რაზ­მის მხრი­დან მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ძა­ლა­დო­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი დრო­დად­რო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა. ერთ-ერთი ასე­თი კად­რი დღეს გამ­თე­ნი­ი­სას გა­და­ი­ღო “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის” წევ­რმა თე­ო­ნა ჭა­ლი­ძემ.

ვი­დე­ო­ში ჩანს ახალ­გაზ­რდა ბიჭი, რო­მე­ლიც წაქ­ცე­უ­ლია, აღე­ნიშ­ნე­ბა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი სა­ხე­ზე და სპეც­რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მას უს­წორ­დე­ბი­ან ფი­ზი­კუ­რად.

“ნუ ურტყამთ, გა­მო­ი­ძა­ხეთ სას­წრა­ფო!” – ის­მის ჭა­ლი­ძის ხმა ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც უმ­ძი­მე­სი სა­ნა­ხა­ვია.

ბიჭი, რო­მე­ლიც კად­რებ­ზეა აღ­ბეჭ­დი­ლი 23 წლის ზვი­ად მა­ი­საშ­ვი­ლია. მისი მშობ­ლე­ბი დიღ­მის იზო­ლა­ტორ­თან გამ­თე­ნი­ას მი­ვიდ­ნენ.

“ქუ­ჩა­ში რომ აგ­დია, დიდი თმე­ბი­თა და ულ­ვა­შით შვი­ლი და დაგ­დე­ბულს რომ შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი სა­ხე­ში წიხლს ურტყამს, იმ ბი­ჭის დედა ვარ, ახლა ვნა­ხე კად­რე­ბი, არ მაჩ­ვე­ნებ­დნენ, მიფრ­თხილ­დე­ბოდ­ნენ“, – ამ­ბობს ელე­ნე ჯან­ჯა­ლია “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან” სა­უბ­რი­სას.

წყარო: რადიო თავისუფლება.


აგრეთვე იხილეთ: