ინფორმაცია მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატს უფლება აქვს 30 კალენდარული დღის განმავლობაში ისარგებლოს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლით.
კანდიდატი, გამოცდაზე (გეგმური გამოცდა) უარყოფითი შეფასების მიღებიდან 7 კალენდარული დღის ინტერვალით დაიშვება.
7 კალენდარული დღის ინტერვალით გამოცდაზე გასვლა (გეგმური გამოცდა) არის უფასო.
კანდიდატს, ასევე, უფლება აქვს ისარგებლოს აღნიშნულ ვადაზე ადრე გასვლის უფლებით, რომლის საფასური შეადგენს 30 ლარს.
30 კალენდარული დღის ვადაში, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ვერ ჩაბარების შემთხვევაში, თეორიული გამოცდის დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას.