მრავალწლიანი ცილისწამების და დუმილის შემდეგ აღარც მე ვაპირებ გაჩუმებას…”-რას წერს თამთა სანიკიძე?
ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თამთა სანიკიძე, ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილის მიერ მისი მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმიანება.
ინფორმაციას, რომელსაც ნიკა ვაჩეიშვილი ავრცელებს, თამთა სანიკიძე მიზანმიმართულად გავრცელებულ სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ გაჩუმებას აღარ აპირებს:
„მრავალწლიანი ცილისწამების და ჩემი დუმილის შემდეგ აღარც მე ვაპირებ ამ მიზანმიმართულად გავრცელებულ სიცრუეზე გაჩუმებას. Natia Murachashvili – ნათია, ველოდები შენს გამოხმაურებას“, – წერს თამთა სანიკიძე.