ტრადიციული ჩაქაფული როგორ მზადდება იცოდით?
ინგრედიენტები
ინგრედიენტები
- ოხრახუში
- თეთრი ღვინო
- ბატკნის ან ხბოს ხორცი
- ტარხუნა
- ქინძი
- მწვანე ტყემალი
- მწვანე წიწაკა
- მარილი
- მწვანე ხახვი
მომზადების წესი
ჩაქაფულის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ხბოს, ასევე ბატკნის ხორცი.
დაჭერით ხორცი საშუალო ნაჭრებად. თუ ბატკნის ხორცია, ცოტაოდენი დუმაც შეგიძლიათ დაამატოთ, ხბოს შემთხვევაში ცოტა კარაქი.
დადგით ხორცი დაბალ ცეცხლზე, დაახურეთ თავზე და მოხარშეთ თავისივე გამოშვებულ წვენში. თუ სითხე მანამდე ამოშრა, სანამ ხორცი მომზადდება, დაამატეთ ცოტა ღვინო. თუ შედარებით წვნიანი კერძი გსურთ, დაამატეთ 1 ჭიქა წყალი.
პარალელურად, გაარჩიეთ ტარხუნა - დაგჭირდებათ მხოლოდ ფოთლები, დაჭერით ქინძი, ოხრახუში, მწვანე ხახვი, წიწაკა.
ხორცი რომ თითქმის მზად იქნება, დაამატეთ 150 მლ ღვინო. (თუ მზადების დროს საერთოდ არ დაგიმატებიათ, შეგიძლიათ 200 მლ დაასხათ).
შემდეგ ხორცს დაამატეთ ტყემალი, მარილი, წიწაკა და მწვანილი ისე რომ მთლიანად დაიფაროს. უხდება წითელი დაღერღილი წიწაკაც. დაახურეთ თავზე და კვლავ წამოადუღეთ დაახლოებით 15-20 წუთი.
ცოტაოდენი ახალი მწვანილი უკვე მზა კერძსაც შეგიძლიათ მოაყაროთ, ლამაზი ფერისთვის