რეგისტრაცია

როგორ უნდა ჩავიფიქროთ სურვილი რომ 2025 წელს აუცილებლად აგვისრულდეს

როგორ უნდა ჩავიფიქროთ სურვილი რომ 2025 წელს აუცილებლად აგვისრულდეს
31 Dec 2024, 12:48

მალე 2025 წელს ვიზეიმებთ. ახალი წლის საღამო ბევრი ადამიანისათვის ყველაზე ჯადოსნურ დროსთან ასოცირდება, როდესაც სანუკვარი ოცნებები კიდევ ერთხელ გვახსენდება და მთელი გულით გვსურს, აგვისრულდეს. არსებობს სურვილების ჩაფიქრების რამდენიმე მარტივი გზა, რომელთა მეშვეობითაც, სამყაროს გაცილებით უკეთ ესმის ჩვენი და სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები წლების განმავლობაში მიმართავდნენ ამ ხერხებს:

1. დაწერეთ სურვილი ფურცელზე

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეთოდი, რომელსაც უამრავი ადამიანი მიმართავს. კერძოდ, დაწერეთ თქვენი სურვილის შესახებ პატარა ფურცელზე, დაწვით და ზუსტად 12 საათზე შამპანურში ან სხვა სასმელში ჩაყარეთ და დალიეთ.

2. მიირთვით 12 მარცვალი ყურძენი

ეს ტრადიცია ესპანეთიდან მოდის. იქ ყურძენი კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და წარმატების სიმბოლოდ ითვლება. ამიტომ, როცა 31 დეკემბრის საღამოს 12 საათი შესრულდება, შეჭამეთ 12 მარცვალი ყურძენი და თან იფიქრეთ სურვილსა და ოცნებაზე, რომელიც მთელი გულით გსურთ, რომ აგისრულდეთ.

13-1670958597.jpeg

3. შეეცადეთ, თქვენი ოცნება დახატოთ და ნაძვის ხეზე ჩამოკიდოთ

კიდევ ერთი გზა, რომ სურვილი აგისრულდეთ, შემოქმედებითობაა. როგორც შეძლებთ, სიმბოლურად, დახატეთ თქვენი სანუკვარი ოცნება, დაახვიეთ ფურცელი, წითელი ლენტით შეკარით და ნაძვის ხეზე მოათავსეთ.

4. გააკეთეთ სურვილების ყუთი

ახალი წლის ღამემდე თქვენი სურვილი პატარა ფურცელზე დაწერეთ, შემდეგ სპეციალურად გაკეთებულ ყუთში მოათავსეთ და ნაძვის ხეზე ჩამოკიდეთ. ვიდრე 12 საათი შესრულდება, პატარა ყუთთან მიდით და კიდევ ერთხელ გაიმეორეთ თქვენი ოცნების შესახებ.

12-1670958625.jpeg

5. მოირგეთ ლურჯი კაბა

ახალ წელთან შესახვედრად მოირგეთ ლურჯი კაბა. ხელში ნაძვის ან სხვა მცენარის ტოტი დაიჭირეთ და სახლს 5-ჯერ დაარტყით წრე. ყოველ ჯერზე მთავარ კარზე დააკაკუნეთ და სთხოვეთ სამყაროს, რომ თქვენს სახლში სიხალისე, სიკეთე და ბედნიერება შემოვიდეს. ამ ხერხს ჩვენი წინაპრები ხშირად მიმართავდნენ.

6. გადახტომა

კიდევ ერთი წარმოდგენის მიხედვით, როდესაც ზუსტად 12 საათი შესრულდება, სკამიდან იატაკზე უნდა გადახტეთ და ამ დროს სურვილი ჩაიფიქროთ. ასე ადამიანებს სჯეროდათ, რომ სურვილის შესრულება უფრო დაჩქარდება.

7. სურვილების ქილა

კიდევ ერთი მარტივი გზა სურვილების ქილის გაკეთებაა. დაწერეთ თქვენი ოცნებების შესახებ პატარა ფურცლებზე, დაახვიეთ, ლენტებით შეკარით და ქილაში ჩაყარეთ. დაამატეთ სხვადასხვა ელემენტი, ნაძვის წიწვები, პატარა სათამაშოები, ბრჭყვიალები. როდესაც 31 დეკემბერს 12 საათი შესრულდება, ქილას თავი დაახურეთ და ხელი მოაწერეთ. ადამიანებს სჯეროდათ, რომ 1 წლის განმავლობაში იქ დაწერილი სურვილები ასრულდება.

11-1670958644.jpeg

8. წარწერები საახალწლო სათამაშოებზე

საახალწლო დეკორაციებზე მიაწერეთ პატარ-პატარა სურვილები და ნაძვის ხეზე განათავსეთ.

9. წერილის დაწერა

შესაძლოა, ეს საკმაოდ უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ კიდევ ერთი ხერხი შეგიძლიათ სცადოთ - დაწეროთ ფურცელზე თქვენ სურვილი, ქაღალდისგან თვითმფრინავი გააკეთოთ და ზუსტად 12 საათზე ფანჯრიდან გაუშვათ.

10. სურვილი კოცნის დროს

თუ თქვენი ოცნება ოჯახსა და ბავშვებს უკავშირდება, ზუსტად 12 საათზე საყვარელ ადამიანს აკოცეთ და გონებაში სურვილი გაიმეორეთ.


აგრეთვე იხილეთ: