"დედა საავადმყოფოდან გაწერეს, საბერიოშია, ყველაფერი სწრაფად მოხდა, უცებ აალდა საცხოვრებელი" - რას ჰყვება ოჯახის ახლობელი გალის რაიონში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიაზე
ოჯახი ზუგდიდის რაიონ სოფელ კახათში ცხოვრობდა. ბავშვების დედა, ზუგდიდის საავადმყოფოში იწვა, მამამ კი შვილები, საბერიოში, ბებიასთან წაიყვანა, სადაც დატოვა და თავად მეუღლის მოსანახულებლად ზუგდიდში დაბრუნდა.
"დაუჯერებელია, ეს იმხელა უსამართლობაა ასეთი პატარები არ უნდა მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან უდროოდ. ვერ ვაზროვნებ, ვერ ვიჯერებ, რომ ისინი აღარ არიან. მათ კისკისს ვერ გავიგებთ. ეს მოუშუშებელი ტკივილია ჩვენთვის.“ - ამბობს, ოჯახის ახლობელი Ambebi.ge-სთან
მისი თქმით, ბავშვების დედა საავადმყოფოდან გაწერეს და ახლა საბერიოშია.
"დედა ამჟამად თავის შვილებთანაა. დასტირის საცოდავი, არცერთი აღარ ჰყავს. ყველა მათგანი ერთ სასახლეშია ჩასვენებული. ყველაფერი სწრაფად მოხდა, უცებ აალდა საცხოვრებელი და ვერაფერი შეძლეს მეზობლებმა. აფეთქება ღუმელთან დაღვრილმა ბენზინმა გამოიწვია.
გარდაცვლილებს საბერიოში დაკრძალავენ, რადგან მათი ბაბუაც იქ არის დასაფლავებული. ბებიამ იცის მომხდარის შესახებ, გონზე რომ მოდის, იტანჯება...“, - ამბობს ოჯახის ახლობელი.