რეგისტრაცია

2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
02 Mar 2025, 00:16

სასწორი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მაგრამ არა საქმისთვის - ამ დღეს ზედმეტად დაბნეული ხართ და ყურადღების მოკრება გიჭირთ. თქვენი პირდაპირობა და გულწრფელობა ხელს გაუგებრობის გაქრობას დაეხმარება. შესაფერისი დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევისთვის. თავი შეიკავეთ საქმიანი მოლაპარაკებებისგან.

მორიელი

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და უსიამოვნო ამბებით დაგამახსოვრდებათ. თუ შესაძლებელია, თავი შეიკავეთ მივლინებაში წასვლისგან და ეს ვიზიტი რამდენიმე დღით გადადეთ. სწრაფი რეაქცია და გამოცდილება საშუალებას გაძლევთ, ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოთ და თითოეული ბოლომდე მიიყვანოთ. გაუთვალისწინებელმა მოვლენამ შეიძლება ოჯახში სერიოზული კონფლიქტები გამოიწვიოს.

მშვილდოსანი

ეს დღე უახლოეს მომავალში თქვენს ქმედებებს განსაზღვრავს. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ საკუთარი მიზნები და ამოცანები ნათლად და გასაგებად გამოხატოთ. ვარსკვლავები მოგიწოდებენ, რომ დიდი ხნის უნახავი ახლობლები მოინახულოთ. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის.

თხის რქა

ელსაყრელი დღე ინტიმური ურთიერთობისა და ბავშვის ჩასახვისთვის, მაგრამ ცუდია დიდი შესყიდვებისთვის. საქმე, რომელიც სრულიად უიმედოდ მიგაჩნდათ, შედეგს გამოიღებს. ფრთხილად იყავით ვარჯიშის დროს - მოსალოდნელია ტრავმა. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით განვითარდება.

მერწყული

ეს დღე ასახავს სიყვარულში წარმატებას გპირდებათ. ტყუილად ნერვიულობთ - პროფესიულ სფეროში წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. გახსოვდეთ, რომ ადამიანების კეთილგანწყობას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როდესაც შესაფერისი მომენტის არჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებთ. თუ ოჯახში ბავშვები გყავთ, ეცადეთ, საღამოს ახალი სათამაშოთი ან საინტერესო წიგნით გაახაროთ.

თევზები

ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო ამ დღეს ფინანსური ზარალი გელით. შესაძლოა, საკუთარ ცხოვრებაში რაღაცის შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ, მაგრამ ნუ აჩქარდებით და გადაწყვეტილების მიღებამდე მოსალოდნელი შედეგები გათვალეთ. დღის ბოლოს შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება. ფრთხილად იყავით – სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია - შეგიძლიათ, საკუთარი გეგმები მშვიდად განახორციელოთ.


აგრეთვე იხილეთ: