რეგისტრაცია

რა ბედი დაგყვათ დაბადების რიცხვის მიხედვით? – მიხეილ ცაგარელის განმარტება, ჯერ დააკომენტარეთ თქვენი დაბადების რიცხვი შემდეგ ნახეთ

რა ბედი დაგყვათ დაბადების რიცხვის მიხედვით? – მიხეილ ცაგარელის განმარტება, ჯერ დააკომენტარეთ თქვენი დაბადების რიცხვი შემდეგ ნახეთ
10 Dec 2024, 15:06


9 – მაღალი სულიერების მქონე ინდივიდების რიცხვია, მათ შორის ბევრი თეოლოგი და ფსიქოლოგი გვხვდება. ცხოვრებას ყოველთვის ფხიზელი თვალით უყურებენ.

10 – მასწავლებლების, პედაგოგიური ნიჭის მქონე ხალხის რიცხვია. მათთვის მარტივია სხვებისთვის ცოდნის გადაცემა.

11 – ხელოვანი ადამიანების რიცხვია. მათთვის აუცილებელია შემოქმედებითი თვითგამოხატვა. მათ შორის ხშირად ვხვდებით თეატრალებს, მუსიკოსებსა და მხატვრებს.

12 – მზრუნველი, აქტიური ადამიანების რიცხვია. მათ შორის ბევრია ექიმი და სოციალური მუშაკი.

13 – კომუნიკაციური ხალხის რიცხვია. კარგი დიპლომატები და საკონსულტაციო სფეროს წარმომადგენლები გამოდიან.

14 – კანონმორჩილი, ტრადიციების მოყვარული ხალხის რიცხვია. არიან საკუთარი ქვეყნის პატრიოტები. წარმატებას აღწევენ ისტორიკოსობასა ან ტურიზმის სფეროში.

15 – დამოუკიდებლობის მოყვარული, კრეატიული ადამიანები არიან. ყველაფერში ეძებენ სილამაზესა და ჰარმონიას.

16 – მიზანსწრაფული, ჯიუტი და საოცრად პრინციპული ხალხია. ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზანს.

17 – გამომგონებლური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები არიან. შეუძლიათ, არაფრისგან შექმნან შედევრი.

18 – იდეალისტი, მეოცნებე და ხშირად ილუზიებში მცხოვრები ხალხის რიცხვია. ბევრი მათგანი მიდრეკილია ალკოჰოლიზმისკენ.

19 – სხვებზე დამოკიდებული და ლაბილური ფსიქიკის მქონე ადამიანები არიან. მათთვის აუცილებელია საკუთარი, ინდივიდუალური ცხოვრებისეული ხედვის გამომუშავება.

20 – პრინციპული, წინდახედული და ფრთხილი ხალხია. მათი მთავარი პრობლემა ასოციალურობაა, ამიტომ უნდა ეცადონ, გახდნენ უფრო კომუნიკაბელურები.

21 – სპორტსმენების, მოცეკვავეებისა და ზოგადად, ფიზიკური აქტივობით გამორჩეული ხალხის რიცხვია. მათი უმრავლესობა ღრმა სიბერემდე აქტიურია.

22 – ამ ხალხისთვის უდიდესი ნაკლია ქაოსურობა. მათ უნდა გამოიმუშაონ დაკვირვების უნარი და სიფრთხილე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინ ბევრი პრობლემა ელით.

23 – მაძიებელი ბუნების, ცნობისმოყვარე და ოპტიმისტი ხალხის რიცხვია. მათთვის აუცილებელია, ცხოვრებაში კონკრეტული მიზანი დაისახონ და მიჰყვნენ მას.

24 – კრეატიული, შემოქმედებითი აზროვნების მქონე ხალხია. მათთვის აუცილებელია მუდმივი კომუნიკაცია ადამიანებთან.

25 – ავტორიტეტული, დიქტატურისკენ მიდრეკილი და ძლიერი ნებისყოფის მქონე ხალხის რიცხვია. მათი უმრავლესობა პატივისცემით სარგებლობს გარშემო მყოფებში.


აგრეთვე იხილეთ: