რეგისტრაცია

"ბევრი საყვედური მივიღე იმის გამო, რომ..." - გია ხუხაშვილის მოულოდნელი აღიარება

"ბევრი საყვედური მივიღე იმის გამო, რომ..." - გია ხუხაშვილის მოულოდნელი აღიარება
11 Dec 2024, 18:48

"ბევრი საყვედური მივიღე იმის გამო, რომ მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ ვისაუბრე ოპოზიციის მხრიდან ე.წ. პარლამენტის პირველ შეხვედრაზე შენობაში შესვლის აუცილებლობის და სხდომის ჩაშლის მიზნით ობსტრუქციის მოწყობის თაობაზე, რაც გარკვეულწილად საზოგადოების თვალში მათ რეაბილიტაციას მოახდენდა.აბსურდს ისიც მნიშვნელოვნად გააძლიერებდა, რომ ხელისუფლებას მოუწევდა მათი დარბაზიდან გამოყრა და შემდგომ მათივე უფლებამოსილების ძალადობით ცნობა.

დარწმუნებული ვარ, რომ ამის პარალელურად ქუჩაში მათ მხარდასაჭერად ასი ათასი კაცი დადგებოდა და მოხდებოდა მათი ბუნებრივი ინტეგრაცია პროცესში, რაც ობიექტურად აუცილებელია, რადგან ხალხი დაინახავდა, რომ ისინი მზად არიან პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე დგომისთვის.ეს არ გააკეთეს…ვისაც კითხვები გაქვთ ე.წ. “ლეგიტიმაციასთან”

დაკავშირებით, ეს აბსურდია - შენობაში ფიზიკურად შესვლა ზუსტადაც დელეგიტიმიზაციის მიზნით, ბუნებრივია, არ შეიძლება ნიშნავდეს ლეგიტიმაციას.ვითვალისწინებ შენიშვნას და ახლა უკვე წინასწარ მივმართავ მათ, რომ პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე გასვლის კიდევ ერთი შანსი ეძლევათ ე.წ. პრეზიდენტის არჩევის დღეს.ფორმალურად, ხელისუფლების გაგებით 300-დან თუ სწორად ვითვლი 124 ხმოსანი

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან. შევიდნენ არჩევნებზე, გააკეთონ ჯაჭვი შენობაში და სცადონ პროცესის ჩაშლა, თუ შეუშვებენ. თუ არ შეუშვებენ ხელისუფლების გაგებით ლეგიტიმურ ხმოსნებს, ეს მეორე აბსურდი და თვით-დელეგიტიმაცია იქნება.დადგნენ წინა ხაზზე. დამერწმუნეთ, ეს მათ დაუფასდებათ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პროტესტში გაჩნდება პოლიტიკური კომპონენტი, რაც ობიექტურად აუცილებელია პროცესის ეფექტურად სამართავად," - წერს გია ხუხაშვილი


აგრეთვე იხილეთ: