რეგისტრაცია

19 წლის ასაკში დაოჯახება, 600-კაციანი ქორწილი, დანგრეული ოჯახი და 3 შვილის მამობა – ოთარ ტატიშვილის უცნობი ამბები

19 წლის ასაკში დაოჯახება, 600-კაციანი ქორწილი, დანგრეული ოჯახი და 3 შვილის მამობა – ოთარ ტატიშვილის უცნობი ამბები
16 Dec 2024, 12:01

2 ოჯახი

პირველ მეუღლეს, ეკა არჩვაძეს დიდი ხანია რაც დაშორდა. ეკასთან მას ორი ბიჭი ჰყავს. ისინი ექვსი წელი ცხოვრობდნენ ერთად. ზუკა ხუთი წლის იყო, შოთი კი მხოლოდ ცხრა თვის. უბედნირესი ოჯახი ჰქონდათ და ეკა ამბობდა, რომ ბედნიერების ეშინოდა კიდეც. არც ტყუოდა, მალე ქმარი წაართვეს კიდეც.


ისინი სულ პატარები იყვნენ როცა დაქორწინდნენ. ეკა-17-ის, ოთარი-19-ის. ორივე ერთ უბანში ცხოვრობდნენ. ოთარს ეკა ცალმხრივად ჰყვარებია, მერე კი საერთო მეგობრის ქორწილში გაიცნეს ერთმანეთი. 5-6 თვეში გრანდიოზული 600-კაციანი ქორწილი ჰქონდათ, რაზედაც მთელი ქალაქი ლაპარაკობდა.

ორივემ სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა.

ოთარი მოსკოვში გაფრინდა სწავლის გასაგრძელებლად. ეკაც უნდა ჩასულიყო ბავშვებთან ერთად, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა.


ოთართან მისი ამჟამინდელი მეუღლე, თიკა სვანიშვილი ჩაფრინდა და ყველაფერი შეიცვალა...

წონის პრობლემა

აღმოჩნდა, რომ ქეიფისა და სმა-ჭამის მოყვარულ ოთარს საკმაოდ დიდი ნებისყოფა ჰქონია, მან ბევრ რამეზე თქვა უარი და შედეგად 22 კილოგრამი დაიკლო.


„ძირითადად ცილებზე ვარ, თორემ არც სასმელზე ვამბობ უარს. თუ ცომეული შევჭამე, სხვა საკვებზე უარს ვამბობ და ასე. არ მიჭირს, შევეჩვიე“,- ამბობდა ოთარი.

შვილის გაბედნიერება

ტატიშვილის უმცროსმა ვაჟმა შოთა ტატიშვილმა იქორწინა. შოთას რჩეული მარიამ ხულელიძეა.

წყვილს ქორწილი გაცილებით ადრე, 2020 წლის 15 ივნისს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადადეს. 31 აგვისტოს კი ტატიშვილებმა ნიშნობის დღე ვიწრო წრეში აღნიშნეს.


შოთი ტატიშვილი 2015 წელს მუსიკალური შოუს „X ფაქტორის” მონაწილე იყო „ბიჭების“ კატეგორიაში, ის პროექტს „ოთხი სკამის“ ეპიზოდიდან გამოეთიშა.



აგრეთვე იხილეთ: