რეგისტრაცია

მსახიობი ანა ტყებუჩავა განცხადებას ავრცელებს

მსახიობი ანა ტყებუჩავა განცხადებას ავრცელებს
22 Jan 2025, 18:43

საქალაქოში ანა ტყებუჩავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – მსახიობს 9 იანვარს რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებიან.

მისი სწორედ ბაჩო ქაჯაიას საქმის მსგავსია, რადგან მსახიობები ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტთან. ორივე ხელოვანი ამბობს, რომ ისინი რუსთაველის გამზირზე იმ დროს მივიდნენ, როდესაც გზა უკვე გადაკეტილი იყო.

იმას, რასაც მედავებიან, სრულიად წარმოუდგენელია, რადგან ჩემი როგორც მსახიობის და როგორც მოქალაქის პირდაპირი მოვალეობაა კანონის დაცვა. გზის გადაკეტვის მომენტში იქ არ ვიყავი. ამისი არც მკიცებულება არსებობს და რა თქმა უნდა, არ ვარ დამნაშავე. გუშინდელი ბაჩოს სასამართლო იგივე ჩემი სასამართლო იყო, რადგან ზუსტად იდენტური საქმეა. არც მე და არც ბაჩო არ ვიყავით გზის გადაკეტვის მომენტში, ძალიან კარგად მახსოვს”. – ამბობს ანა ტყებიჩავა.

მსახიობის უფლებადამცველის თქმით, ის მოთხოვნები რაც აქვს შინაგან სამქეთა სამინისტროს სამართალდარღვევის ოქმის სახით, არის სრულიაიდ უსაფუძვლო.


აგრეთვე იხილეთ: