რეგისტრაცია

„ასე გამოიყურება -60...“ - თვალებს ვერ ვუჯერებ ნუთუ ეს გოგო ბარბარაა, რა ფოტოებს აქვეყნებს ბარბარა სამხარაძე?

„ასე გამოიყურება -60...“ - თვალებს ვერ ვუჯერებ ნუთუ ეს გოგო ბარბარაა, რა ფოტოებს აქვეყნებს ბარბარა სამხარაძე?
12 Mar 2025, 20:00

24 წლის მომღერალი ბარბარა სამხარაძე საზოგადოებამ პროექტ „ნიჭიერიდან“ გაიცნო. მან სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე შეაყვარა მაყურებელს თავი და მათი მხარდაჭერით, პროექტის გამარჯვებულიც გახდა. მას შემდეგ წლები გავიდა, ბარბარა გაიზარდა, დაიხვეწა, ბოლო დროს საკმაოდ გახდა და საკუთარი მუსიკალური სტუდიაც ჩამოაყალიბა.

ცოტა ხნის წინ, მან ბარიატრიის მეთოდით წონის კლების სერვისს მიმართა, რამაც იგი გაათავისუფლა ზედმეტი კილოგრამებისა და ჯანმრთელობის პრობლემებისგან.

ამჯერად იგი ახალ ფოტოებს გვიზიარებს, რომელზედაც წერს - „ასე გამოიყურება -60“.

ახალმა კადრებმა საზოგადოების კომპლიმენტებიც დაიმსახურა:

„ძალიან მშვენიერი და მომხიბვლელი ბარბარე გვყავს. მეტი არ მოიკლო, გიხდება. წარმატებები ლამაზ გოგოს“,

„ძალიან. ნიჭიერი. უფალი გფარავდეს მუდამ“,

„მიყვარს ეს ლამაზი, პოზიტიური და ნიჭიერი გოგო. წარმატებები ბარბარეს“, - წერენ კომენტარებში.
 
 
 


აგრეთვე იხილეთ: