“უპატიოსნესი ბიჭი იყო” – ცნობილია სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა

არსებული ინფორმაციით, მოტოციკლი ბორდიურს დაეჯახა, რის შემდეგაც ხიდიდან გადავარდა.
ცნობილია სამტრედიაში, 14 მარტს, ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა.
გარდაცვლილია 32 წლის მამაკაცი.
“უპატიოსნესი ბიჭი იყო, ჩვენი დათო… საშინელი ტრაგედია დატრიალდა”, – ამბობენ ახლობლები.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
“უპატიოსნესი ბიჭი იყო” – ცნობილია სამტრედიაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის ვინაობა