რეგისტრაცია

უნდა იცნობდეთ ამ საოცარ ადამიანს ნახეთ ვინ არის თურქი ექიმი,ვინც მარიამს ყბა_სახის ოპერაცია გაუკეთა, ვრცელდება ოპერაციის კადრები (ვიდეო)

უნდა იცნობდეთ ამ საოცარ ადამიანს ნახეთ ვინ არის თურქი ექიმი,ვინც მარიამს ყბა_სახის ოპერაცია გაუკეთა, ვრცელდება ოპერაციის კადრები (ვიდეო)
21 Mar 2025, 11:23

16 წლის მარიამ კოხრეიძეს, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.

გოგონა მთელმა ქვეყანამ სოციალურ ქსელში ფოტოგრაფ დანტესის, იგივე დავით ოქროპირაშვილის პოსტებიდან გაიცნო.

მარიამს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა.

დანტესის ექიმის, მარიამ იობაშვილის, ასევე საზოგადოების დახმარებით მარიამი თურქეთში წაიყვანეს.

„ძალიან კარგად არის მარიამი, რეანიმაცია არ დასჭირდა, რაც ყველაზე მეტად გვანერვიულებდა, პირდაპირ პალატაში გადმოიყვანეს, გუშინ გავლაც მოახერხა, ცოტ-ცოტა საჭმელსაც ჭამს. არ ველოდებოდით, გაოცებულები ვართ ასეთი დადებითი შედეგით.

ექიმი ამბობდა, რა ილოცეს ასეთი საქართველოში, ერთი პატარა შეფერხებაც არ გვქონია ოპერაციის დროსო,“ – აღნიშნა დავითმა.



აგრეთვე იხილეთ: