თურქეთში დღეს, გამთენიისას, ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში დღეს, გამთენიისას, ძლიერი მიწისძვრა მოხდა. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ხმელთაშუა ზღვაში იყო და მისი სიმძლავრე 5.8 მაგნიტუდას შეადგენდა.
ბიძგები განსაკუთრებით იგრძნობოდა თურქეთის მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-დასავლეთი მდებარე მუღლას პროვინციაში, მარმარისში. არსებული ინფორმაციით ეპიცენტრი ამ ადგილიდან 10.43 კილომეტრში იყო.
ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა, თუმა, როგორც მედია წერს, ფეთჰიეს კურორზე 14 წლის გოგონას მიწისძვრის გამო პანიკური შეტევა განუვითარდა და გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა ქვეყნის შს მინისტრმა ალი იერლიქაიამ.
ცნობისთვის, 2023 წელს მომხდარმა 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრამ თურქეთში 53 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.