რეგისტრაცია

მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს - “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს - “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“
19 Jun 2025, 22:12

მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ სამ­ყა­რო გა­ცი­ლე­ბით სწრა­ფად იშ­ლე­ბა, ვიდ­რე მათ ეგო­ნათ და ზუს­ტად გან­სა­ზღვრეს, რო­დის დას­რულ­დე­ბა ის.

  • ნი­დერ­ლან­დე­ბის რად­ბო­უ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­თა ჯგუფ­მა და­ად­გი­ნა, რომ სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა ვარ­სკვლა­ვი ერთ კვინ­ვი­გინ­ტი­ლი­ონ წე­ლი­წად­ში ჩაქ­რე­ბა. ეს გა­მო­ი­სა­ხე­ბა ერთი 78 ნუ­ლით.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ახა­ლი გათ­ვლე­ბი გა­ცი­ლე­ბით მოკ­ლე პე­რი­ო­დია, ვიდ­რე წინა პროგ­ნო­ზი.

პრო­ცესს, რო­მე­ლიც, მათი აზ­რით, სამ­ყა­როს სიკ­ვდილს იწ­ვევს, “ჰო­კინ­გის გა­მოს­ხი­ვე­ბა“ ეწო­დე­ბა. ამ დროს - შავი ხვრე­ლე­ბი თან­და­თა­ნო­ბით “ქრე­ბი­ან“ და არა­რა­ო­ბა­ში გა­და­დი­ან.

ადრე ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ფე­ნო­მე­ნი მხო­ლოდ შავი ხვრე­ლე­ბის­თვის იყო და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­დას­ტურ­და, რომ მსგავ­სად აორ­თქლე­ბა შე­უძ­ლი­ათ ისეთ ობი­ექ­ტებს, რო­გო­რი­ცაა ნე­იტ­რო­ნუ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი და თეთ­რი ჯუ­ჯე­ბი.

  • ნე­იტ­რო­ნუ­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი და თეთ­რი ჯუ­ჯე­ბი ვარ­სკვლა­ვის სა­სი­ცო­ცხლო ციკ­ლის ბოლო ეტა­პია. მა­სი­უ­რი ვარ­სკვლა­ვე­ბი ფეთ­ქდე­ბი­ან და შემ­დეგ ნე­იტ­რო­ნულ ვარ­სკვლა­ვე­ბად გარ­და­ი­სა­ხე­ბი­ან, ხოლო მზის მსგავ­სი პა­ტა­რა ვარ­სკვლა­ვე­ბი თეთრ ჯუ­ჯე­ბად იშ­ლე­ბა.

ამ „მკვდარ“ ვარ­სკვლა­ვებს შე­უძ­ლი­ათ უკი­დუ­რე­სად დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იარ­სე­ბონ. თუმ­ცა, მკვლე­ვა­რე­ბის თქმით, რო­დე­საც ისი­ნი ძა­ლი­ან არას­ტა­ბი­ლუ­რე­ბი ხდე­ბი­ან, თან­და­თან იფან­ტე­ბი­ან და ფეთ­ქდე­ბი­ან.

ნე­იტ­რო­ნუ­ლი ვარ­სკვლა­ვის ან თეთ­რი ჯუ­ჯის სიკ­ვდი­ლის­თვის სა­ჭი­რო დრო­ის ცოდ­ნა მეც­ნი­ე­რებს სამ­ყა­როს მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის გა­გე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

წამ­ყვა­ნი მკვლევ­რის, რად­ბუ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რა­დი­ო­ას­ტრო­ნო­მი­ი­სა და ნა­წი­ლა­კე­ბის ას­ტრო­ფი­ზი­კის პრო­ფე­სო­რის, ჰე­ი­ნო ფალ­კეს თქმით, წინა კვლე­ვებ­ში “ჰო­კინ­გის გა­მოს­ხი­ვე­ბა“ არ იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, სამ­ყა­როს მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად იყო შე­ფა­სე­ბუ­ლი.

„ამ­გვა­რად, სამ­ყა­როს სა­ბო­ლოო და­სას­რუ­ლი მო­სა­ლოდ­ნელ­ზე გა­ცი­ლე­ბით ადრე დად­გე­ბა. თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამას მა­ინც ძა­ლი­ან დიდი დრო დას­ჭირ­დე­ბა“, - თქვა მან გან­ცხა­დე­ბა­ში.

წყა­რო


აგრეთვე იხილეთ: