რეგისტრაცია

„მცირეწლოვანი შვილები, ჩაკეტილ მანქანაში დატოვა, თვითონ კი სპა პროცედურას იტარებდა“ – დედა შვილის სიკვდილშია ბრალდებული

„მცირეწლოვანი შვილები, ჩაკეტილ მანქანაში დატოვა, თვითონ კი სპა პროცედურას იტარებდა“ – დედა შვილის სიკვდილშია ბრალდებული
11 Jul 2025, 19:02

20 წლის მაია ჰერნანდესმა, ძლიერ სიცხეში, მცირეწლოვანი შვილები მანქანაში 2 საათის განმავლობაში უპატრონოდ დატოვა – თვითონ კი სპა პროცედურის ჩასატარებლად წავიდა. ინფორმაციას უცხოური  მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, 1 წლის ამილიო და მისი 2 წლის ძმა დედას 2 საათის განმავლობაში უიმედოდ ელოდებოდნენ. ამ დროს 20 წლის მაია სპა პროცედურას იტარებდა.

მაღალ ტემპერატურას 1 წლის ამილიოს ორგანიზმმა ვერ გაუძლო და ადგილზევე გარდაიცვალა. ექიმებმა ამილიოს 2 წლის ძმის გადარჩენა შეძლეს. არასრულწლოვანი მათ დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ისინი ქარსითში ისხდნენ. მაიამ მანქანის კარები და ფანჯრები ჩაკეტა”,- ამბობს ბავშვების ნათლია ქეითი.

პოლიციამ ჰერნანდესი დააკავა – მისი პროცესი 11 ივლისსა ჩანიშნული.


აგრეთვე იხილეთ: