რეგისტრაცია

ვინ აღმოჩნდა მეტროს ლინდაგებში დაღუპული და როგორ დაიჭირეს კაცი, ვინც ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტა?

ვინ აღმოჩნდა მეტროს ლინდაგებში დაღუპული და როგორ დაიჭირეს კაცი, ვინც ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტა?
10 Dec 2024, 23:57

 დღეს სა­ღა­მოს მეტ­რო­სად­გურ "სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში" მგზავ­რი ლი­ან­და­გებ­ში ჩა­ვარ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ უც­ნობ­მა პირ­მა მა­მა­კაცს ხელი ჰკრა, რის შე­დე­გა­დაც ეს უკა­ნას­კნე­ლი ლი­ან­და­გებ­ში ჩა­ვარ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლი მგზავ­რი 40 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცია.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, უც­ნობ­მა კაცი, რო­მელ­მაც მგზავრს ხელი ჰკრა, შემ­დეგ იცი­ნო­და. მან ად­გი­ლი­დან გაქ­ცე­ვა სცა­და, თუმ­ცა მეტ­როს თა­ნამ­შრო­მელ­მა ქალ­მა და ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.

მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გვი­თხრეს, რომ აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი პირი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.


აგრეთვე იხილეთ: