19 წლის ასაკში დაოჯახება, 600-კაციანი ქორწილი, დანგრეული ოჯახი და 3 შვილის მამობა – ოთარ ტატიშვილის უცნობი ამბები
ქართული კომედიური სერიალი „შუა ქალაქში“ ხომ გახსოვთ? პერსონაჟი ექიმი - ირაკლიც ხომ გახსოვთ? ჰოდა, დღეს ყველასთვის საყვარელ მსახიობსა და ექიმზე, ოთარ ტატიშვილზე გიამბობთ, რომელიც ირაკლის როლის შემსრულებელია.
შვილები
ზუკა სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა ჯანდაცვის განხრით. ჯანდაცვას უნდა რომ მიხედოს. „მხიარულთა და საზრიანთა გუნდში“ (მსკ-ში) რომ თამაშობდა, ეს ძალიან კარგია.
მე არ მჯერა „ქუჩის აკადემიის“. აკადემია არის ოჯახი, სამეგობრო. თუკი შეიძლება, მეგობრებთან ერთად წახვიდე კინოში, ითამაშო „მსკ-ში“, ისაუბრო სხვადასხვა თემაზე, ესაა აკადემია, თუ მაინცდამაინც ქუჩაში უნდა იდგე?!
თუმცა, მეც მიჩხუბია სკოლაშიც, ინსტიტუტშიც. ზუკა უკრავს, აქვს რეპეტიციები, ძალიან კარგი მეგობრები ჰყავს და ამით კმაყოფილი ვარ.
შოთი და ნანიკო არ ვიცი, რას აირჩევენ. შოთის ძალიან იშვიათი პროფესია მოუნდა.
ნანი მშობლების გზას გაჰყვა, ის ახლა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია.
ოთარს ნანი მეორე ქორწინებიდან ჰყავს. მისი მეორე მეუღლე, სტომატოლოგი თიკა სვანიშვილია.