ბაჟეს რეცეპტი
სწრაფად მოსამზადებელი ბაჟეს რეცეპტი, ტრადიციული ქართული არომატული სოუსი რომელიც მზადდება ნიგვზისგან და სანელებლებისგან.
მომზადების წესი
1
ნიგოზი გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში და სასურველია ხელითაც დაჭყლიტოთ, რადგან ზეთი კარგად გამოვიდეს. გამოწურული ზეთი გადაიტანეთ ცალკე კონტეინერში.
2
ნიგოზს დაამატეთ დაჭყლეტილი ან წვრილად დაჭრილი ნიორი, ძმარი, უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი და ქინძი.
3
ამის შემდეგ დაამატეთ ადუღებული და გაგრილებული 50 მლ წყალი და მიღებულ მასას კარგად მოურიეთ.
4
შეგიძლიათ დაამატოთ მეტი წყალი, თუ უფრო თხელი კონსისტენცია გსურთ. ბოლოს მოასხით ნიგვზის ზეთი და მიირთვით ბაჟე.